1 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პარი სენ-ჟერმენი დიდ ტყუილში ამხილეს! - რას ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტოფ დიუგარმა ერთ-ერთ ინტერვიუში პსჟ-ს შესახებ ისაუბრა.

კერძოდ ის უსმან დემბელეს სიტუაციას შეეხო, რომელიც გუნდის მოთხოვნით, სანაკრებო მატჩებში არ ათამაშეს:

"ისედაც ვიცოდით, რომ დემბელე ტრავმას ხშირად იღებს, ის, რაც მას ნაკრებში შეემთხვა, უიღბლობაა, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ პსჟ მას მხოლოდ მაშინ ათამაშებს, როდესაც ჯანმრთელადაა. პსჟ-ს ხელმძღვანელობა იტყუება და ის, რასაც აკეთებენ, დაუჯერებელი მანიპულაციაა. 

ეროვნული ნაკრები ყველაფერზე მაღლა დგას. პსჟ-ს ლიგა 1-ზე ისედაც დიდი გავლენა აქვს და ახლა ეროვნული ნაკრების საქმეებშიც ერევიან?".

Facebook კომენტარები