1 დღის და 8 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ოპერაცია საჭიროა - ლუის ენრიკეს შესახებ მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე საავადმყოფოში მოხვდა. 

გაირკვა, რომ ესპანელი სპეციალისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ეს ინციდენტი პარასკევ საღამოს მოხდა.

ენრიკე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოჩნდა, რომ მას ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. 

საბედნიეროდ, პარიზელთან თავკაცს სხვა სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

თუმცა, 55 წლის სპეციალისტის ლავიწის ძვლის აღსადგენად ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ამის შესახებ განცხადება პსჟ-ს საიტმა გაავრცელა:

"პარასკევს, ველოსიპედით მომხდარი ავარიის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდება. კლუბი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს მას. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნულია განცხადებაში.


Facebook კომენტარები