17 საათის და 23 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"საქართველოზე ერთი რამის თქმა შემიძლია" - თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია მატჩის წინა დღეს

როგორც მოგეხსენებათ, 4 სექტქემბერს საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე თურქეთს უმასპინძლებს.

მატჩის წინა დღეს თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრნელმა, ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენცია გამართა:

"რატომ ვივარჯიშეთ დილით სტამბულში და არა საღამოს თბილისში? მატჩის წინა დღეს ვარჯიშის დროები განსაზღვრული არ გვაქვს. ამ მომენტში ასე იყო ჩვენთვის კომფორტული.

საქართველოს ნაკრები ბოლო წლებში ძალიან განვითრდა, მაგრამ ჩვენ ხვალ მოსაგებად ყველაფერს ვიზამთ.

გიულერის ყველა თამაშს ვუყრებ. მას ყველა პოიზციაზე შეუძლია თამაში, ნახევარდაცვაშიც და შეტევაშიც, რაც შეეხება ეროვნულ გუნდში მის როლს, გააჩნია ვისთან გვექნება შეხვედრა, რადგან ყვეკა თამაშს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ", - განაცხადა ვინჩენცო მონტელამ.

Facebook კომენტარები