თურქეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ არხთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან ჩრდ. მაკედონიასთან 2020 წლის დაპირისპირება გაიხსენა, რომელიც კოვიდ 19-ის გამო გამოტოვა.
"კვეკვე არის ჩვენი თილისმა, მას დიდ პატივს ვცემთ. თითოეული ახალგაზრდისთვის მაგალითი იყო. მაგალითად მე როცა იმ ფინალამდე კორონა დამიდასტურდა კვეკვემ მომწერა და ეს იყო ჩემთვის მოტივაციის უდიდესი წყარო.
ამ დროს ვთქვი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა და, რათა საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა", - თქვა ხვიჩამ.