2 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად?

სექტემბრის სანაკრებო პაუზა კარს მოგვადგა.

საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს.

ჩვენი გუნდი ამ პაუზაზე ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს:

1. 4 სექტემბერი - საქართველო VS თურქეთი (დინამო არენა);

2. 7 სექტემბერი - საქართვთველო VS ბულგარეთი (დინამო არენა);

ჯვაროსნებს მუდნიალზე გასვლა ერთა ლიგიდანაც შეეძლოთ, თუმცა ჯგუფში 3 ადგილი დაიკავეს და B დივიზიონში სომხეთის დამარცხების შემდეგ ადგილი შეინარჩუნეს, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია.

ახლა საფეხბურთო სამყაროს ყველაზე დიდ ტურნირზე მოსახვედრად მხოლოდ 1 და მთავარი გზა გვრჩება - საკვალიფიკაციო ეტაპი.

კარგად მოგეხსენებათ, რომ 4-გუნდიან ჯგუფში მოვხვდით, სადაც ჩვენი მეტოქე ზემოთ აღნიშნულ თურქეთთან და ბულგარეთთან ერთად, ესპანეთის ნაკრებიც იქნება, რომელიც უკვე ზედიზედ მესამე შესარჩევ ეტაპზე შეგვხვდა.

თითო გუნდთან საქართველო 2-2 მატჩს გამართავს - შინ და გასვლაზე.

მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ჩვენმა გუნდმა ამ ჯგუფში ან პირველი ან მეორე ადგილი უნდა დაიკავოს.

პირველ პოზიციაზეე გასვლა ტურნირზე პირდაპირ მოგვახვედრებს.

მეორე ადგილის დაკავებით კი 4-გუნდიან პლეი-ოფში გადავალთ, სადაც სხვა მეორეადგილოსნებთან ერთად ერთა ლიგის 4 საუკეთესო გუნდს შევხვდებით.

შესარჩევ ეტაპზე სულ 12 ჯგუფია, 12 პირველადგილოსანი პირდაპირ გავა ტურნირზე, მეორე ადგილოსნები და პლუს ერთა ლიგის 4 საუკეთესო გუნდი კი პლეი-ოფით გადაწყვეტენ ყველაფერს.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნდიალი ახალი ფორმატით პირველად ჩატარდება.

იქნება 16 3-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც მხოლოდ პირველადგილოსნები მოახერხებენ პლეი-ოფში გასვლას.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ლამაზ ისტორიას გავჩუქებს.

Facebook კომენტარები