2 საათის და 4 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ვინ იყო ქართველი, რომელიც თურქების სექტორში ქართულ დროშას აფრიალებდა

2024 წლის 18 ივ­ნისს, გერ­მა­ნი­ა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა. 

ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3:1 დას­რულ­და.

ალბათ ყველას გახსოვთ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, როცა ჩვენ­მა გუნ­დმა შტურ­მი მო­ა­წყო მე­ტო­ქის კარ­თან, თუმ­ცა გოლი არ გა­სუ­ლა. 

სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის თა­მა­ში­დან, სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის არა­ერ­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფოტო გავ­რცელ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც ერთი ფოტოა, სადაც თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სექ­ტორ­ში, ერთი ქარ­თვე­ლის მიერ აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჩანს.

უც­ნობ მა­მა­კაცს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამ­ბე­და­ო­ბას უქებდნენ, წე­რდნენ, რომ უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვი­სი "დიდ­გო­რი მო­ი­გო". 

ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იმა­საც კითხულობდა, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა ის თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს.

რო­გორც გაირკვა, დრო­ში­ა­ნი მა­მა­კა­ცი თენ­გო ჯა­ნა­ში­აა. ის მატჩზე და­სას­წრე­ბად, მე­უღ­ლეს­თან ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნი­ას­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვი­და.

"არ ინერ­ვი­უ­ლოთ, კარ­გად ვართ“, - წერდა ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მე­უღ­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

დარ­ჯა­ნია-ჯა­ნა­ში­ას ოჯა­ხი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, უფ­რო­სი ვაჟი, გი­ორ­გი დარ­ჯა­ნია "კო­მა­რო­ვე­ლია" და ახლა გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს. ოჯა­ხი მე­დი­ას­თან სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა მოგ­ვიყ­ვა, თენ­გო ჯა­ნა­შია და ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნია უმ­ცროს შვილ­თან ერ­თად, გერ­მა­ნი­ა­ში ფეხ­ბურ­თის მატჩზე და­სას­წრე­ბად და უფ­რო­სი ვა­ჟის სა­ნა­ხა­ვად ჩავიდნენ. ად­გილ­ზე გი­ორ­გიც შე­უ­ერ­თდათ და ოჯა­ხი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის სექ­ტორ­ში აღ­მოჩ­ნდა.


Facebook კომენტარები