15 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ხვიჩას ზედმეტსახელად ეს შევარქვი" - უსმან დემბელე

პარი სენ-ჟერმენის ლიდერმა, უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა:

"გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლა ყველას გაგვიხარდა. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა.

როდესაც აქ ჩამოვიდა, ბევრი რჩევა მივეცი და ვარჯიშებზეც ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებთ. ცოტათი მორცხვი ბიჭია, მაგრამ მხიარულია. მას ჩვენი ჯოკერი შევარქვი.

მოკლედ, ერთმანეთს როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა ბევრ რამეს ვუზიარებთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - თქვა დემბელემ.

Facebook კომენტარები