15 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

საქმე იმაზე მძიმედაა, ვიდრე ვფიქრობთ - 5 პრობლემა, რომლითაც სანაკრებო მატჩებს ვხვდებით

როგორც მოგეხსენებათ, სექტქმბერში საფეხბურთო სამყაროს სანაკრებო პაუზა ელის.

საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩი აქვს სათამაშო.

1, 4 სექტემბერი დინამო არენა - საქართველო VS თურქეთი;

2. 7 სექტემბერი დინამო არენა - საქართველო VS ბულგარეთი;

ამ შეხვედრებს ჩვენი გუნდი რამდენიმე პრობლემით ხვდება.

I. უთამაშებელი მეკარე - გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გადაბარდგა, სადაც ალისონ ბეკერი ჯერ კიდევ გუნდის ნომერ პირველ მეკარედ მიიჩნევა. ქართველმა 4 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალურ შეხვედრაში არ უთამაშია. რა თქმა უნდა, მომავლის განხრით ეს ძალიან მაგარი ტრანსფერია და გიორგის შესაძლებლობებში ეჭვი აღარვის გვეპარება, თუმცა ქართველი გიგანტი სათამაშო დროის ნაკლებობას მართლაც განიცდის.

II. ქოჩორას ნაკლები სათამაშო დრო - გიორგი ქოჩორაშვილის შემთხვევაშიც ასეთივე სიტუაციაა. ქართველი ნახევარმცველი ლისაბონის სპორტინგში გადავიდა, სადაც ის ძალიან მოსწონთ, თუმცა ამ ეტაპზე სასტარტოს ფეხბურთელად არ განიხილება. ამაზე დიდი როლი იქონია მისმა ტრავმამ, რომელიც პრე-სეზონზე მიიღო. არც ქოჩორას შესაძლებლობებში გვეპარება ეჭვი, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტი სათამაშო დრო ყოველთვის უკეთესია.

III. პრობლემები დაცვის ხაზში - ის რომ საქართველოს ნაკრებს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს, ეს ყველამ კარგად იცის. ახლა ის პერიოდია, როცა უფროსი თაობა ახალგაზრდება უნდა ჩაანაცვლონ. საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლაცაბიძე, საბა საზანოვი, საბა ხვადაგიანი - ისინი მიიჩნევიან დაცვის ხაზის მომავლად, თუმცა ნაკრების დიდი გამოცდილება ჯერ-ჯერობით არცერთ მათგანს არ აქვს. სავარაუდოდ ამ შესარჩევში დაიწყება დაცვაში თაობათა ცვლის პროცესი და იმედია რამდენიმე ექსპერიმენტი ჩვენთვის წარმატებულად დასრულდება.

IV. ჩაკვეს არ ყოფნა - სექტემბერის შეკრებას ტრავმის გამო ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. ბოლო წლებში ჩაკვე ნაკრებისთვის ისევ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ის თვის როლთან, შეტევის წამოწყებასა და განვითარებასთან ერთად, დაცვასაც ძალიან მაგრად ეხმარება. საბოლოო ჯამში ჩაკვეტაძის არ ყოფნა ვილი სანიოლისთვის დიდი თავის ტკივილია.

V. - სათადარიგოთა სკამის სისუსტე - საქართველოს ნაკრებში ასევე მრავალწლიანი პრობლემა სათადარიგოთა სკამის სისუსტეა. როდესაც გუნდს მოედანზე უჭირს თადარიგში ყველაზე კარგ შემთხვევაში 2-3 იმედისმომცემი მოთამაშეა, ტრავმების პერიოდში კი უარესი ვითარებაა. სამწუხაროდ რეალობა ასეთია.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს მოახლოებულ შეხვედრებში და იმედია არც ეს 5 ფაქტორი და არც სხვა დანარჩენი შედეგებზე არ აისახება!

Facebook კომენტარები