5 დღის და 2 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჯანლუიჯი დონარუმას ბრწყინვალე სიტყვები კვარაცხელიას შესახებ – "კლასით სხვებზე მაღლა დგას"

პსჟ-ს მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ იუთუბ გადაცემა Viva El Futbol-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

დონარუმა: „კვარა შესანიშნავი ბიჭია. ვიდრე პსჟ-ში გადმოვიდოდა, მასთან საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ თუ რამეში დავჭირდებოდი, ჩემთვის მოეწერა და დავეხმარებოდი.

ნეაპოლურ დიალექტზე დაველაპარაკე და გაოცებულმა მკითხა: „შენ ნეაპოლიტანელი ხარ?’’

კვარა სათამაშო კლასით სხვებზე მაღლაა და ეს ვარჯიშებზეც ნათლად ჩანს’’ – ამბობს დონარუმა.

Facebook კომენტარები