14 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა კომენტარი გააკეთა ლუის ენრიკემ კვარაცხელიასთან დაკავშირებით სუპერთასის წინ

როგორც მოგეხსენებათ, 13 აგვისტოს 23:00 საათზე უეფას სუპერთასისთვის ერთმანეთს პსჟ და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინა დღეს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონეფერენციები გამართეს.

პარიზელთა თვკაცმა, ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიასა და ოქროს ბურთის მომავალ დაჯილდოვებაზეც ჰკითეს:

"კვარა კარგადაა. უკვე ვთქვი, რომ ჩემპიონები გუნდის განკარგულებაში უნდა იყვნენ. ოქროს ბურთი ძალიან მნიშნელოვანი ჯილდოა და გვიხარია, რომ ამდენი კანდიდატი გვყავს.

თუმცა, ინდივიდუალური ჯილდოების მოსაპოვებლად, გუნდურად კარგად უნდა ითამაშო", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

Facebook კომენტარები