„პარის სენ-ჟერმენის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევესი ვერ დაეხმარება გუნდს ევროპის სუპერ თასის მატჩში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, ან ლიგა 1-ის პირველ ტურში „ნანტის“ წინააღმდეგ.
გამოცემა L’Équipe-ის ცნობით, ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია მიიღო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიღებული წითელი ბარათის გამო.
ეს გადაწყვეტილება სერიოზული დანაკლისია პარიზული გრანდისთვის, რადგან ნევეში ლუის ენრიკეს ტაქტიკური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ცნობისთვის, სუპერ თასი 14 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის სტარტი „პსჟ“-სთვის 17 აგვისტოსაა დაგეგმილი.