4 სექტემბერს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს.
ჩვენი გუნდი პირველ მატჩში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ მოედანზე თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 3 საათსა და 30 წუთში სრულიად გაიყიდა.
რა უნდა ვიცოდეთ მატჩის შესახებ:
ბოლო დაპირისპირება ამ გუნდებს შორის ევრო 2024-ზე შედგა, სადაც საქართველოს ძალიან არ გაუმართლა და საბოლოოდ ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
გუნდებს შორის ჯამში 5 შეხვედრაა გამართული. აქედან ერთი ჯვაროსნების გამარჯვებით დასრულდა, ერთი ფრედ დასრულდა, სამში კი თურქებმა იმარჯვეს.
საქართველოს თურქეთთან 6 გოლი აქვს გატანილი და 12 მიღებული.
ბუქმეიქერები ფავორიტად თურქებს ასახელებენ, თუმცა საქართველომ უკვე არაერთხელ მოახერხა, რომ საკუთრი შესაძლებლობები საქვეყნოდ დაამტკიცოს.