ბოლო პერიოდში ვიქტორ ოსიმენის პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერთან დაკავშირებით ცნობები მომრავლდა.
თვეების წინ ნიგერიელზე ისედაც იწერებოდა, თუმცა, როგორც Sky Sport წერს, ლუის ენრიკემ ვიქტორი დაიწუნა.
ის თვლიდა, რომ კლუბს ფორვარდი არ სჭირდებოდა, თუმცა ჩელსისთან 3:0 მარცხის შემდეგ აზრი შეცვალა - ის თანახმაა.
პსჟ-ს სპორტულ დირექტორს ლუის კამპუშს ვიქტორის თავის გუნდში გადაყვანა უკვე დიდი ხანია უნდა.
ენრიკეს ოსიმენისა და კვარაცხელია დუეტის აღდგენის იდეა მოსწონს და თვლის, რომ თავისი გუნდის სქემაში ნიგერიელი წარმატებით ჩაჯდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნაპოლი თანახმაა, რომ ოსიმენის პარიზელებს 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიყიდოს, თუმცა როდსი რას მოიფიქრებს აურელიო დე ლაურენტისი არავინ იცის.