ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიშენტე ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა:
"ხვიჩა კვარახელია პსჟ-ს დამმუხტავია, თავისი აგრესიით, ხასიათისა და სოლიდარულობით.
მან ამ ფორმაციის გუნდს იმდენი რამ შესძინა, რომ შეიძლება ითქვას, პსჟ-სთვის ფანტასტიური დანამატია", - განაცხადა ლიზარაზუმ.