2 დღის და 14 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"სამი ფილტვი აქვს?" - ემანუელ მაკრონმა ხვიჩა კვარაცხელიაზე იხუმრა

საჩემპიონო ზეიმის ფარგლებში პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ესტუმრნენ.

პრეზიდენტმა კლუბის ყველა წევრს სათითაოდ გადაუხადა მადლობა და ჩემპიონთა ლიგის მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან მოთამაშეების გვარების ჩამოთვლისას ხვიჩა კვარაცხელიაზე გაიხუმრა და თქვა, რომ გუნდმა მისი სახით 3 ფილტვიანი ფეხბურთელი დაიმატა.

Facebook კომენტარები