1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - ვილი სანიოლის პროგნოზი

ივნისში საქართველოს ნაკრები 2 ამხანგურ შეხვედრას გამართვს - 5 ივნისს "დინამო არენაზე" ფარერების, ხოლო 8 ივნისს "შენგელია არენაზე" კაბო ვერდეს წინააღმდეგ.

გუნდის შეკრების წინ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალექსანდრე იაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

წარმოგიდგენთ სანიოლის კომენტარს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ:

"ჩემპიონთა ლიგის ფინალს სამწუხაროდ ვერ დავესწრები, რადგან ჩვენი შეკრება სწორედ 31-ში იწყება. 

კვარაცხელიას, რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვუსურვებ, მას ვუგულშემატკივრებ. ვფიქრობ, ისინ მოიგებენ. ეს ევროპაში ყველაზე დიდი ტურნირია. 

პსჟ ძალიან კარგი გუნდია. როდესაც სხვა პატარა ქვეყნებს ვუყურებთ მათ ყოველთვის ყავდათ ერთი გამორჩული წამყვანი ფეხბურთელი ერთგვარი "ლოკომოტივი", ჩვენთვის ასეთი კვარაა".

Facebook კომენტარები