8 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბავშვობის ძმაკაცები ისევ ერთად, ამჯერად პარიზში - რა ინფორმაცია ვრცელდება ფრანგულ პრესაში

როგორც მედიაში იწერება, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ში თამაში არ სურს.

"სენტ-ეტიენის" დაქვეითეიბის შემდეგ ქართველი უდიდესი ალბათობით კლუბს დატოვებს.

დავითაშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავს, როგორც საფანგეთიდან, ასევე თურქეთიდან, თუმცა პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ტოპ ლიგაში თამაშია.

ფრანგული გამოცემა "Le progres" წერს, რომ დავითაშვილით "ბრესტი" და ასევე ლიგა 1-ში ახლად გადასული "პარიზი" ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ზურიკომ ლიგა 1-ში 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა, რაც სენტ-ეტიენის კვალობაზე ძალიან კარგი შედეგია.

ცნობისთვის, ქართველის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

Facebook კომენტარები