7 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - ითამაშებს თუ არა დღეს ხვიჩა კვარაცხელია "ოსერის" წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენი ოსერს უმასპინძლებს და თასს ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ წინა ტურში 0 წუთი მიიღო, ლუის ენრიკემ ლიდერების დასვნება გადაწყვიტა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე პსჟ-ს 2 მატჩი რჩება. ერთი დღეს, ხოლო მეორე კი 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალში რეიმსთან.

ენრიკემ ამ შეხვედრებში ფეხბურთელები მაქსიმალურად უნდა მოამზადოს, რათა ლიგის ფინალს უმაღლეს კონდიციაში შეხვდნენ.

სწორედ ამას ვარაუდობენ ოსერთან მატჩში. 

ფორმაში ყოფნის მიზნით დღეს გამორჩეული ლიდერები ბოლო მატჩთან შედარებით მეტ სათამაშო დროს მიიღებენ.

საყურადღებოა, რომ მათ თასის ფინალიც სათამაშო აქვთ, რაც ლიგა 1-ზე მნიშვნელოვანია.

ფრანგული გამოცემები მომავალ მატჩთან დაკავშირებით პარიზელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ავრცელებენ:

მეკარე: დონარუმა;

მცველები: ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში;

ნახევარმცველები: რუისი, ნევეში, ვიტინია;

შემტევები: დუე, დემბელე, კვარაცხელია;

Facebook კომენტარები