3 დღის და 18 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მინდა კვარაცხელიაზე ერთი რამ ვთქვა, ის..." - დუემ ჯილდოს მიღების შემდეგ ქართველზე ისაუბრა

პსჟ-ს ფეხბურთელი, დეზირე დუე ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.

მან ჯილდოს მიღების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი:

"გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია ზამთარში შემოგვიერთდა. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელსაც გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ მოაქვს. 

ბარკოლასა და დემბელეს პსჟ-ში გადმოსვლამდე ვიცნობდი და ვფიქრობ, გუნდში ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს. 

ერთმანეთს ბიძგს ვაძლევთ და ვცდილობთ, უკეთესი გავხდეთ. ძლიერ გუნდად სწორედ ეს გვაქცევს“, - თქვა დუემ.

Facebook კომენტარები