როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია 70 მილიონ ევროდ შეიძნა.
ამ ყველაფერს ფრანგული კლუბის პრეზიდენტი შემდეგნაირად გამოეხმაურა:
"გვიხარია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ნაწილი გახდა. ის არამხოლოდ გამორჩეული ტალანტია, არამედ ფეხბურთელი, რომელიც გამორჩეულ სიმამაცეს და გუნდურ თამაშს აჩვენებს. ვიცი, რომ მას გულით სურდა ჩვენთან მოსვლა და დარწმუნებული ვარ, ერთად დიდ მიზნებს მივაღწევთ“, – განაცხადა ალ-ხელაიფიმ.