4 საათის და 5 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

უმძიმესი ტრავმის შემდეგ კვარამ დეზირე დუე გაამხნევა

როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის გასულ ტურში პარი სენ-ჟერმენისა და ნიცა მატჩში დეზირე დუემ სერიოზული დაზიანება მიიღო.

გაირკვა, რომ ფრანგმა შემტევმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიდა.

დეზირესთვის 2026/27 სეზონი ოფიციალურად დასრულებულია.

ჯერ ხვიჩა კვარაცხელია, ახლა დუე, პსჟ-ს ორი ლიდერი გამოაკლდა.

ამ მძიმე მომენტში კვარამ თანაგუნდელს მიმართა:

"მაგრად იყავი, ძმაო. ამასაც გადავლახავთ და მალე ისევ ერთად დავბრუნდებით მოედანზე ღიმილით და გავაკეთებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ყველანი შენ გვერდით ვართ!"