3 საათის და 56 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარა ნამდვილი მეომარია და..." - ენრიკე ხვიჩას ტრავმაზე

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა:

“ასეთ დროს ფეხბურთელზე და იმ გზაზე ვფიქრობთ, რომლის გავლაც ამ პროცესში მას მოუწევს. რთული ტრავმაა და ეს ყველამ ვიცით.

თუმცა… პოზიტიურად გვინდა ვიფიქროთ. ხვიჩა იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი პსჟ-სთვის.

კვარა ნამდვილი მეომარია და ძალიან ძლიერი დაგვიბრუნდება. ეჭვიც არ მეპარება!” - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.