3 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მოურინიოს გეგმა - მამარდაშვილი რეალის სატრანსფერო სიაშია

ესპანურ და ინგლისურ მედიაში იწერება, რომ მადრიდის რეალი ტიბო კურტუას შემცვლელის ძებნას ნელ-ნელა იწყებს.

ანდრეი ლუნინი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის.

პორტუგალიელ თავკაცს ახალი კარის დარაჯის მოყვანა სურს.

გამოცემა ElGOLdigital იწყება, რომ მომავალი ზაფხულისთვის ლივერპულის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სამეფო კლუბის სატრანსფერო სიაში იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2027/28 წლების სეზონიდან ლივერპული სრულიად მამარდაზე აპირებს დაყრდნობას, რადგან ალისონ ბეკერი მერსესაიდში ბოლო წელს ატარებს.