3 საათის და 34 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი?" - კილიან მბაპეს პასუხი

როგორც მოგეხსენებათ, ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია უფრო და უფრო ახლოვდება.

აღნიშნილთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კილიან მბაპეს, რაზეც ფრანგმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ვის მივცემდი ოქროს ბურთს? საკუთარ თავს. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში „რეალში“ ასპარეზობ, „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტად ყოველთვის ითვლები. უამრავი ადამიანი მხვდება ქუჩაში და ამ ჯილდოს მოგების მთავარ კანდიდატად მასახელებენ, რაც ძალიან მსიამოვნებს. 

"ისიც სათქმელია, რომ გასულ ზაფხულს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში შევედი და კარგი წინათგრძნობა მაქვს, თუმცა ვნახოთ რა მოხდება. 

"კარგი ის არის, რომ გამარჯვებული ხმის მიცემით ვლინდება. იმის მიუხედავად მოვიგებ თუ არა „ოქროს ბურთს“, საკუთარ თავს მუდამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. 

"რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ამ პრიზის მოსაგებად ეს ჩემთვის ისეთი ხელსაყრელი წელია, როგორიც აქამდე არასოდეს მქონია, თუმცა ყველაფერი მაინც ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და კაპიტნების გადასაწყვეტია", - თქვა მბაპემ.