2026 წლის Ballon d'Or-ის გამარჯვებულის გამოვლენისას განსაკუთრებული ყურადღება ფეხბურთელების დიდ და მნიშვნელოვან მატჩებში გავლენას დაეთმობა. აღნიშნული ფაქტორი ჯილდოსთვის ერთ-ერთ საკვანძო კრიტერიუმად არის დადასტურებული.
ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა საკმარისი არ იქნება - მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად გადამწყვეტ როლს ასრულებს ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა უმნიშვნელოვანესი შეხვედრების დროს.
ინდივიდუალურ შესრულებასა და გადამწყვეტ მომენტებში გავლენას Ballon d'Or-ის შეფასებაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ბუნებრივია, ეს ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას ჯილდოს მოგების შანსებს საგრძნობლად ზრდის, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მთავარი როლი ითამაშა.