ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.
მოგეხსენებათ, მწვანეებმა ლიგა 1-ში დაწინაურება ვერ შეძლეს, შესაბამისად ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ახალ კლუბში გადასვლა სურს.
ზურიკოს წასვლას თავად კლუბი აფერხებს, ისინი ქართველის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
როგორც ბოლო პერიოდში დაიწერა, ატალანტა მოლაპააკებებს აწარმოებს.
ბერგამოელებს ქართველის ყიდვა 15 მილიონი ევროს ფარგლებში სურთ.
თავად დავითაშვილი ატალანტაში ტრანსფერზე თანახმაა, თუმცა ყველაფერი სენტ-ეტიენის ხელშია.