როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე საფეხბურთო კარიერას უოტფორდიდან უდინეზეში გააგრძელებს.
კლუბი ქართველი ნახევარმცველის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უდინეზეს გვერდი წერს, გიორგი ჩაკვეტაძემ ივნისში, საქართველოს ნაკრებში ყოფნისას, მარჯვენა ფეხის მესამე მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა მიიღო.
ქართველი ამჯერად გუნდთან ერთადაა და რეაბილიტაციის პროცესს გადის.