22 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ჩვენ არსენალს კარგაფ ვიცნობთ.." - ლუის ენრიკეს კომენტარი ფინალის წინ

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "პსჟ"-სა და "არსენალს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება.

მატჩის წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"რა ცვლილებები იქნება შარშანდელთან შედარებით? ვარჯიშების მხრივ, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. სეზონის დასკვნით ეტაპზე ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მივეცით და გვქონდა დრო, მეტოქის ანალიზი გაგვეკეთებინა. 

"არსენალს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო წლებში მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე გვითამაშია. 

"რა თქმა უნდა, მომატება ყოველთვის შეიძლება და ვფიქრობ, შეგვიძლია დაცვა და შეტევა გავაუმჯობესოთ. 

"სწორედ ამისთვის ვვარჯიშობთ. დანარჩენი ფინალს უკავშირდება, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი სტადიონია და მომენტს გამოვიყენებთ", - თქვა ენრიკემ.

Facebook კომენტარები