ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა LeParisien-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
"ნეაპოლში გატარებულ ერთ წელიწადში კვარა ვარსკვლავად იქცა, თუმცა არ სურდა, პატივი ეცა საკუთარი საკონტრაქტო ვალდებულებებისთვის, რაც მისი აგენტებისა და ოჯახის მხრიდან არასწორად იყო მართული. მარადონასთან მისი შედარება ღიმილს მგვრის. მარადონა შეუდარებელი, უნიკალური და შეუცვლელია. როგორც პიროვნება, ის საოცარი ადამიანი იყო და „ნაპოლი“ და ნეაპოლი სიგიჟემდე უყვარდა. ის მილიონკარატიანი მარგალიტი გახლდათ.
ეჭვი მეპარება, პარიზში ისეთი სიყვარული იყოს, როგორი სათუთიც ნეაპოლისნაირ ქალაქშია. ნეაპოლი 2500 წლის წინ დაარსდა და მაშინ პარტენოპე ერქვა, რაც ძველ ბერძნულად სირინოზს ნიშნავს. და საბოლოოდ, კვარა ოდისევსივით მოიქცა - ყურები ცვილით ამოივსო, რათა ნეაპოლელი სირინოზების სიმღერას არ მოეჯადოებინა და ჩვენი შეთავაზებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არ გაეგონა“.