ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ პარის სენ-ჟერმენში განსაკუთრებული ატმოსფერო იყო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა ნასსერ ალ-ხელაიფიმ გასახდელში ფეხბურთელებს მიმართა და მათი თამაში განსაკუთრებულად შეაქო.
წყაროს მიხედვით, ალ-ხელაიფიმ მოთამაშეებს უთხრა, თუ რამდენად ამაყობდა მათი თამაშითა და დამოკიდებულებით, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ.
მოგვიანებით, სრული კონფიდენციალურობის პირობებში, გუნდმა, ფეხბურთელების ოჯახებმა და სამწვრთნელო შტაბმა სასტუმროში ერთად ივახშმეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიება შესანიშნავ ატმოსფეროში წარიმართა.