ხვიჩა კვარაცხელია უმცროსი ძმა, 16 წლის თორნიკე კვარაცხელია ფართო მასებისთის უფრო და უფრო ცნობილი ხდება.
თბილისის დინამოს ახალგაზრდა ტალანტის სახელმა უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთად გააღწია.
ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა, CalcioNapoli მის შესახებ წერს:
"2010 წელს დაბადებული თორნიკე უკვე თამაშობს ახალგაზრდულ დონეზე საქართველოს ნაკრებებში და აღსანიშნავია, რომ მისი ძმის მსგავსად ისიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს. სკაუტების შეფასებით, მას აქვს მსგავსი სათამაშო სტილი: მაღალი სისწრაფე, ტექნიკა, დრიბლინგი და აფეთქებითი მოძრაობები, რაც მას ევროპის ერთ-ერთ საინტერესო ახალგაზრდულ პერსპექტივად აქცევს. „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, ფეხბურთელს უკვე გარკვეული დროა აკვირდება და მის პროგრესს ყურადღებით ადევნებს თვალს", - წერს გამოცემა.