ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.
მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ხვიჩას ასეთ დონეზე თამაში ლუის ენრიკეს დიდი დამსახურებაცაა - მან ყველა თავისი თვისება გამოავლინა, მთელი მატჩის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა, ყოველთვის კონცენტრირებული იყო, სახიფათო სვლებს ახორციელებდა და გულუხვი იყო - თვისებები, რომლებიც მას ნეაპოლში აკლდა.
"ეს სახალისო აღარ არის და მეტსახელი კვარადონა უადგილო არ იყო. ის ყველა თამაშში ავლენს, რომ მას მარადონასნაირი ბრძოლისუნარიანობა აქვს - მარადონას შემდეგ, ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც კი ოდესმე ნაპოლიში უთამაშია", - თქვა დელ პიერომ.