ბოლო დროს მედიაში აქტიურად იწერება, რომ არსენალი ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება.
მიკელ არტეტა თავისი შეტევის კიდევ უფრო გაძლიერებას პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვინგერით შეეცდება.
რამდენად რეალურია ტრანსფერი წარმატება ეს სხვა საქმეა, თუმცა ფაქტია, ხმები დაიძრა.
პრესაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, პარიზულ გუნდს კვარას გასხვისება არ სურს, თუმცა დიდი თანხის სანაცვლოდ ეს რეალური აგხდება.
თუ რომელიმე გუნდი ქართველში 150 მილიონ ევროს გადაიხდის, შესაძლებელია პსჟ ხვიჩას გაყიდვას დათანხმდეს.