2 საათის და 37 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"არასდროს გაჩერდე, არასდროს დამალო - ეს ხვიჩას მენტალიტეტია" - რას წერს ფრანგული მედია კვარაზე

ფრაგნული სპორტული გამოცემა, LeParisien პსჟ-ს ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ სტატიას ავრცელებს.

გამოცემა ხაზს უსვამს კვარას მენტალიტეტს, რომელიც მას საქართველოში გამოუმუშავდა:

"პატივისცემისა და პირობის შესრულების კულტურაზე დაფუძნებული აღზრდა მას, როგორც საკუთარი ქვეყნის ელჩს, ავალდებულებს, ყოველთვის მაქსიმუმი გააკეთოს.

კვარაცხელიამ ფიზიკური კონდიციები და მოძრაობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა - ახლა ისინი სიმკვირცხლესა და მოქნილობაზეცაა დამოკიდებული და არა მხოლოდ ფეთქებადობაზე.

არასდროს გაჩერდე, არასდროს დამალო - ეს ხვიჩას მენტალიტეტია. ამ მენტალიტეტს  თავად კვარა ქართულს უწოდებს", - წერს LeParisien.

Facebook კომენტარები