პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მონაკოსთან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმერებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:
"ხვიჩა კვარაცხელიას ყველა კარგად ვიცნობთ. პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლის დღიდან, ის გუნდისთვის ძალიან კარგი მოთამაშეა.
ხვიჩა განსხვავებული ფეხბურთელია, რადგან გოლების გატანა, დრიბლინგი და დაცვაში თამაში შეუძლია. რთულია, პარი სენ-ჟერმენის შემტევი იყო,“ - ლუის ენრიკე.
შეაგხსენებთ, რომ პსჟ-სა და მონაკოს მატჩი 25 თებერვალს 23:55 საათზე დაიწყება.