ლიგა 2-ის გასულ ტურში სენტ-ეტიენმა ლავალი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ზურიკო დავითაშვილმა გოლის გატანა კვლავ შეძლო.
გარდა ამისა, ქართველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ზურიკომ ბოლო 2 მატჩში მესამე გოლის გატანა მოახერხა და მშვენიერ ფორმაშიც შევიდა.
წელს დავითაშვილი ყველა ტურნირზე 12 გოლით სენტ-ეტიენის მთავარი მეგოლეა.
ქართველს ამ კარგ შედეგებს ფრანგული პრესაც არ უკარგავს:
"პირველი გოლი საკმაოდ მალე ტრავმიდან დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ის მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის მხსნელად იქცა. ქართველმა მე-20 ჩატარებულ ატჩში მე-11 გოლი გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ სტასინს გოლების გატანა უჭირს, ზურიკო აქ არის და ფორმაში შევიდა. ის ახლა ბომბარდირთა დავის სამეულშია. შაბათ საღამოს, სენტ-ეტიენის გულშემატკივართა ტრიბუნის წინ, 24 წლის ზურიკო დავითაშვილი სიხარულით ხტუნავდა", - წერს L'equipe.
ასევე საინტერესოა, რომ რამდენიმე ადამიანმა ზურიკოს "ღარიბების ხვიჩა კვარაცხელია" უწოდა.