“დინამო” თბილისის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ზე საინტერესო განცხადება გააკეთა:
“რაც შეეხება პსჟ-ის შემტევებს, მიმაჩნია, რომ კვარაცხელია და დემბელე ერთ დონეზე დგანან.
დუე კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ უკვე ტოპ ფეხბურთელია.
რაც შეეხება ბარკოლას - ამ ოთხეულში ყველაზე სუსტი სწორედ ის არის.
სწორედ ამიტომ ათამაშებს ლუის ენრიკე შემადგენლობაში ძირითადად დემბელესა და კვარაცხელიას” - განაცხადა გუცაევმა.