ლიგა 2-ის ეგიდით სენტ-ეტიენი ლავალს მასპინძლობს.
პირველი ტაიმის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის პენალტით მწვანეები მეტოქეს ამარცხებენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემტევმა ბოლო 2 მატჩში მესამე გოლი გაიტანა.
გამოცემა Sofascore ზურიკოს თამაშს 7,1 ქულით აფასებს, რაც მოედანზე მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.