3 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გიორგი წიტაიშვილი: "ხვიჩა ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია...”

მეცისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა ფრანგულ გამოცემა L'equipe-თან ინტერვიუ ჩაწერა.

მან თავისი მეგობრის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ხვიჩა ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ყველას უყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ის მთელი ქვეყნის კუმირია. მისი და მისი ნიჭის წყალობით, ახლა ბევრი ქართველი მიდის ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის გუნდებში. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. პატარა ასაკში მოუწია სხვა ქვეყანაში წასვლა, ოჯახის გარეშე. მაგრამ მან მოახერხა საკუთარი ოცნების ასრულება.

ქართველებს მებრძოლის მენტალიტეტი გვაქვს, შესაძლოა სხვებზე უფრო ძლიერი ხასიათით. ჩვენ ყველამ გავიარეთ სირთულეები, ოჯახური პრობლემები. ამ ყველაფერმა მენტალურად უფრო გაგვამაგრა. გვინდა თითოეულ ბურთზე ვიბრძოლოთ, ბოლო წამამდე, ამას ხვიჩა შესანიშნავად განასახიერებს, როგორც ნაკრების კაპიტანი!"

შეგახსენებთ, რომ მეცი და პსჟ ერთმანეთს დღეს, 25:55 საათზე დაუპირისპირებიან.

Facebook კომენტარები