პარი სენ-ჟერმენის ბოლო მატჩში ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია 69-ე წუთზე შეცვალა, რამაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
როგორც შემდეგ ფრანგულ მედიაში დაიწერა, საქმე მორიგ დისკომფორტთან გვაქვს.
ქართველმა ვინგერმა მოედანი კუნთის ტკივილის გამო დატოვა.
გამოცემა, Sport.fr-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე კვარაცხელიას მდგომარეობით შეშფოთებულია და შესაძლოა ხვიჩამ მეცთან მომავალი მატჩი გამოტოვს.
ცნობისთვის, პსჟ-სა და მეცის შეხევდრა შაბათს 23:55 საათზეა ჩანიშნული.