6 საათის და 47 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოსიმენის ძალიან მაგარი სიტყვები სპალეტის შესახებ - "მე და კვარას ეს სულ გვემახსოვრება"

გალათასარაის შემტევმა, ვიქტორ ოსიმენმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან ნაპოლიში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და ლუჩანო საპლეტიზეც ისაუბრა:

"ამბობდნენ, რომ სპალეტისთან კონფლიქტი მქონდა, მაგრამ ეს ტყუილია - მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. თვეების განმავლობაში „ნაპოლის“ ბაზაზე ცხოვრობდა, დღედაღამ მუშაობდა, რათა დავერწმუნებინეთ, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია.

სპალეტი ძალიან დაგვეხმარა მე, კვარაცხელიას, კიმ მინ ჯეს და ანგისას, რომ საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით და მოგვეგო სკუდეტო ისეთ გუნდში, რომელსაც ეს ჯილდო რამდენიმე ათწლეული არ უნახავს. სპალეტი ბევრს ითხოვდა, მაგრამ ასევე ბევრს გვაძლევდა. ზოგიერთი მწვრთნელი ჯერ კარგ პიროვნებად გაყალიბებს, შემდეგ კი კარგ ფეხბურთელად.

ვწუხვარ, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის მომხდარის ახსნა ვერ შევძელი. ზოგიერთი მათგანი ჩემს სახლთან იყო მოსული და განმარტებას ითხოვდა. ვისაუბრეთ და ვთხოვე, ჩემს მდგომარეობაში საკუთარი თავი წარმოედგინათ.

მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ ის ვიდეო ტიკტოკზე გამოაქვეყნა, ყველაფერი შეიცვალა. ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია, გააცუდოს პენალტი, მაგრამ „ნაპოლიმ“ ეს ჩემ მიმართ გააკეთა. რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გავხდი და გადავწყვიტე, წავსულიყავი. წავშალე სოციალური ქსელებიდან „ნაპოლის“ ფორმით გადაღებული ყველა ფოტო, მათ კი გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და გულშემატკივრები ჩემ წინააღმდეგ განაწყვეს. თუმცა ჩემი ქალიშვილი უფრო ნეაპოლელია, ვიდრე ნიგერიელი...“.

Facebook კომენტარები