17 თებერვალს, 23:55 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში პარი სენ-ჟერმენნი მონაკოს დაუპირსპირდება.
წყვილის პირველი შეხვედრა მონაკოში გაიმართება.
პარიზელები ლიგა 1-ის გასულ ტურში დამარცხდნენ და ცხრილში ლიდერობაც დაკარგეს, ახლა კი ხასიათის გამოსწორებას შეეცდებიან.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის ტრავმიდან დაბრუნდა, მარსელთან ლამაზი გოლიც გაიტანა, რენთან კი 60 წუთი ითამაშა.
დიდი ალბათობით ის მონაკოს პირველივე წუთებიდან შეუტევს.
ფრანგულ მედიაში პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო თერთმეტეული სახელდება:
მეკარე: საფონოვი;
მცველები: ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში;
ნახევარმცველები: ვიტინია, ნევეში, ზაირ-ემერი;
შემტევები: დუე, დემბელე, კვარაცხელია.