2024/25 წლ;ების სეზონის საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მ რეიმსი დაამარცხა.
ეს მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ტკივილის გამო გამოტოვა.
ფრანგული გამოცემა, "BeIN Sports" ხვიჩას გადატანილ ამბებს დეტალურად ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კვარამ კლუბს ნებართვა სთხოვა, რომ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დაეტოვებინა და დასასვენებლად სახლში წასულიყო.
ბუნებრივია პსჟ-მ ხვიჩას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
როგორც გამოცემა წერდა, ხვიჩა გახურებისას თავის ტკივილმა შეაწუხა და თამაში ვეღარ შეძლო, ქართველმა მთელი პირველი ტაიმი გასახდელში გაატარა, შემდეგ კი სახლში წავიდა.