2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"საქმე რთულადაა..." - ლუის ენრიკეს პირველი საგანგებო განცხადება კვარას ტრავმაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის ხარისხი სამედიცინო შემოწმების შედეგად დაზუსტდება.

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც ამ ეტაპზე ბევრი არაფერი იცის ტრავმის ხარისხზე, მაგრამ თქვა, რომ საქმე რთულადაა:

"კოჭი სტკივა. საქმე რთულადაა. იმედია, ვცდები და ხუთშაბათს კარგი ამბავი მექნება, ხვალ ვნახოთ, როცა სამედიცინო ტესტების პასუხი იქნება", - თქვა კვარას მდგომარეობაზე ლუის ენრიკემ, როდესაც ამის შესახებ პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაში 7 გოლით და 6 პასით გამოირჩა.

Facebook კომენტარები