როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენისა და ნიუკასლის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ ანტონი ელანგასთან შეჯახების დროს კოჭის არეში დაზიანება მიიღო.
ქართველმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მინდორი კოჭლობით დატოვა.
ამ მომენტს ლიგა 1-ის ოფიცილაური გვერდი ეხმაურება:
"მალე გამოჯანმრთელდი, კვარა!", - წერს გვერდი და ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ცხრილში მე-11 პოზიცია დაიკავა.
