როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენისა და ნიუკასლის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ ანტონი ელანგასთან შეჯახების დროს კოჭის არეში დაზიანება მიიღო.
ქართველმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მინდორი კოჭლობით დატოვა.
ხვიჩას მდგომარეობაზე Geo Team-ის დამფუძნებელმა, საბა საპანაძემ სოციალურ ქსელში მცირე კომენტარი გააკეთა:
"დღეს წესით არაფერი გვეცოდინება. არ ჩანს მარტივი სიტუაცია. ღმერთით, საუკეთესო დიაგნოზით გამოძვრეს".
ჩვენც ვიმედოვნოთ, რომ კვარას არაფერი სერიოზული არ სჭირს.