დღეს ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ოსერს ესტუმრება.
ამ მატჩში პარიზელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ.
საერთოდ, მიმდინარე სეზონში მათთვი ტრავმები დიდ პრობლემად იქცა.
გუნდის ოფიციალურ სამედიცინო დასვკნაში ვკითხულობთ, რომ დღეს ოსერთან ტრავმების ვერ ითამაშებენ შემდეგი ფეხბურთელები:
რუისი, ჰაკიმი, მენდეში, ნჯანუ, კანგ-ინ ლი, საფონოვი და ჟოაო ნევეში.
LeParisien ავრცელებს პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას და წერს, რომ ლუის ენრიკე შეტევაში ხვიჩა კვარაცხელიაზე დაყრდნობას გეგმავს:
მეკარე: შევალიე'
მცველები: ზაირ-ემერი, ზაბარნი ბერალდო, ერნანდესი;
ნახევარმცველები: ვიტინია, მაიულუ, დუე;
შემტევები: კვარაცხელია, რამოში, მბაიე.