10 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მისით ძალიან ვამაყობ" - ლუის ენრიკეს პრესკონფრენცია მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში პარი სენ-ჟერმენი ლისაბონის სპორტინგთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე 66-ე წუთძზე გამოჩნდა, როცა ანგარიშით 1:0 იყო.

ქართველმა შემოსვლიდან 13 წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ეს გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო.

მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"ეს საუკეთესო გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამ სეზონში ჩავატარეთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. შედეგი იმედგამაცრუებელი და უსამართლოა, თუმცა ამ მენტალიტეტით ჩვენ შორს წავალთ. 

გაცილებით უკეთესები ვიყავით, ვიდრე მეტოქე და მთელი შეხვედრის განმავლობაში მოედანზე ერთი გუნდი ვნახე. ეს იმდენად უსამართლოა, რომ ახლა ფეხბურთზე საუბარიც კი რთულია. ჯანდაბა, ამ დაწყვევლილ ფეხბურთს!", - გაანცხადა ენრიკემ.

Facebook კომენტარები