როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში პსჟ ლისაბონის სპორტინგს უპირისპირდება.
ამ მატჩში ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.
ფრანგულ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ესპანელი სპეციალისტი ბოლო დროს ქართველით უკმაყოფილოა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ბოლოს, ლილთან მატჩის დროს პრესინგზე ინერტულობა იყო.