ლიგა 1-ის მე-18 ტურში პსჟ-ს ლილი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 63 წუთი გაატარა.
ქართველს კარგი მატჩი არ ჰქონია, რაც ერთ-ერთ მომენტში ლუის ენრიკემ ღიად წარმოაჩინა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ესპანელმა სპეციალისტმა თქვა:
"პირველი ტაიმი ბურთის გარეშე კატასტროფული იყო, რაც გასაკვირია, რადგან როგორც წესი, პრესინგზე კარგად ვთამაშობთ. მეორე ტაიმი განსხვავებული იყო. ძალიან კარგად ვახდენდით პრესინგს. ამან მეტოქეს თამაში გაურთულა. თუმცა, პირველი ტაიმი ძალიან სახიფათო იყო. ეს უნდა გავაუმჯობესოთ, რაც ფეხბურთელებმა იციან. მნიშვნელოვანი ტიტულების მოსაგებად, ჩვენი დაცვის დონე უნდა გავაუმჯობესოთ. სწორედ ეს უნდა შევცვალოთ.
რა შეიცვალა მეორე ტაიმში? შევცვალეთ ერთი ფეხბურთელი, შევცვალეთ პრესინგის თამაში. საქმე ეხება მეტ კონცენტრაციას, მეტოქისთვის ნაკლები დროის მიცემას. მნიშვნელოვანია, მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყოთ. არ უნდა დავკარგოთ სიფხიზლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგვექმნება, როგორც პირველ ტაიმში", - განაცხადა ენრიკემ.

სავარაუდოდ, ენრიკეს ეს სიტყვები ეხებოდა, კვარაცხელიასაც, რომელიც ერთ მომენტში პრესინგზე ინერტულად ადიოდა და ლუისისგან შენიშვნაც მიიღო, მომენტის სანახავად დააკლიკეთ აქ.